გამოცემა Associated Press-ის მონაცემების მიხედვით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს კამალა ჰარისს საკმარისი დელეგატების მხარდაჭერა აქვს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად გახდეს.
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და მის ნაცვლად მხარი კამალა ჰარისისთვის დაეჭირა, პარტიაში ჰარისის კანდიდატურას დემოკრატმა ლიდერებმა, მათ შორის ნენსი პელოსიმაც, მხარდაჭერა მალევე გამოუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე შტატის დელეგატები ორშაბათს გვიან შეხვდნენ, რათა ჰარისისთვის მხარდაჭერა დაედასტურებინათ. ორშაბათს ღამით კი ჰარისს 2 668 დელეგატის მხარდაჭერა ჰქონდა მაშინ, როცა დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად 1 976 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო.
ამასთანავე, კალიფორნიის შტატის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ რასტი ჰიკსმა განაცხადა, რომ სატელეფონო ჩართვის დროს შტატის დელეგატების 75-80% ჩართული იყო და ყველა მათგანმა ერთხმად ჰარისის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ჰიკსის თქმით, ვიცეპრეზიდენტის ჰარისის გარდა სხვა პოტენციური კანდიდატი არავის უხსენებია.
ამის მიუხედავად, AP-ის მონაცემები არაოფიციალურია, რადგან დელეგატებს თავისუფლად შეუძლიათ პარტიულ ყრილობაზე გამართული კენჭისყრის დროს მხარი სასურველ კანდიდატს დაუჭირონ.