ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე ერთ თვეში მკვეთრად გაძვირდა

Galt&Taggart-ის 15-21 ივლისის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი თვის ჭრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მეტად Georgia Capital-ის აქციები გაძვირდა.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 43.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და +15.07% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 248 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.60 – 45.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 119 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.53% წინა კვირასთან შედარებით და +20.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 326 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.25 – 31.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.55% წინა კვირასთან შედარებით და +23.46% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 459 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.54 – 11.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 107 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ