რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღევანდელი სხდომა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმისა და სატყეო სააგენტოს მხრიდან განსახორციელებელი აქტივობების და სხვა რიგი პრიორიტეტული საკითხების განხილვას დაეთმო.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს მოსახლეობის საშეშე მერქნით დროული უზრუნველყოფის საკითხზე, ასევე განიხილეს ტურიზმის დარგის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები.
„ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რომელსაც აქვს პოტენციალი განავითაროს რეგიონში სამეწარმეო საქმიანობა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს არსებული სოციალური ვითარება, კოორდინირებული და აქტიური მუშაობით სფეროში არსებული გამოწვევები დაძლევადია“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.
„შეხვედრაზე მხარის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც განიხილეს. იმსჯელეს, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა გუბერნატორისაგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.
მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები ინტენსიური რეჟიმით გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობით, რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების დროულ გადაწყვეტას.
მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ქრისტინა , ბერდია ჩანქსელიანი, ალუდა თუთისანი, რწმუნებულის აპარატის უფროსი, მარიკა დვალი ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად