ნენსი პელოსიმ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი

ნენსი პელოსიმ საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
„დემოკრატიულ პარტიაში ჩვენი მრავალფეროვნება და ერთობა ჩვენი სიძლიერეა. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა მტკიცედ დავამარცხოთ და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად ენთუზიაზმით ავირჩიოთ. წინ გამარჯვებისკენ!“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურის მიმართ მისი მხარდაჭერა „ოფიციალური, პირადი და პოლიტიკურია“.
შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს