ბექა კობახიძე: ცოტა ოპოზიციამაც უნდა მოიგოს, ცოტა

“ჯერჯერობით ასეა:
არსებული რესურსებით, საერთაშორისო ვითარებით, ჭკვიანურად, კოორდინირებულად და წესიერად მოქცევის შემთხვევაში ოპოზიციას სრულიად რეალისტური შანსი აქვს შეცვალოს ქართული ოცნება. კი, მეტი შანსი აქვს ოპოზიციას, ვიდრე ხელისუფლებას.
თუმცა, ამ მოცემულობით ვერ მოიგებს და ქვეყანას დაღუპავს, რადგან:
1. ვერ სრულდება საბაზისო საშინაო დავალება, რომ ოპოზიცია არჩევნებზე გავიდეს სამი სიით. ყველას ახლა ამოეზარდა ეგო, ყველას ახლა მოეჩვენა საკუთარი 1, 2 და 4 პროცენტი ათ პროცენტად. ზოგიერთ გამოკვეთილ არამზადას კი 1% და საბიუჯეტო დაფინანსების შენარჩუნებაც აკმაყოფილებს. იმის იქით ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა;
2. რეგიონებში და ქალაქებში კარდაკარ ვერ ვხედავთ ოპოზიციას. ფეისბუქში, ჩემი ალგორითმის კაცს რომ სულ ქოცების დაბუსტული პოსტები მიხტება კედელზე, ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება რიგითი ჯემალი ბიძიას კედელზე?
3. თბილისის ქუჩებში გამოსული ასიათასობით ახალგაზრდიდან, 10 ათასი მაინც უნდა რეკრუტირდებოდეს და იწრთვნებოდეს საარჩევნო დამკვირვებლად, ნაწილდებოდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ხალხმა უნდა გადაიღოს ტელეფონებით ყველა შესაძლო დარღვევა, ამათ უნდა იბრძოლონ უბნებზე ხმების დასაცავად. ამათზე უკეთესი რესურსი არ არსებობს.
არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია;
4. ემიგრაციაში ოპოზიცია იგებს, მაგრამ ორიოდ ენთუზიასტის გარდა (ამ მხრივ ცალსახად გამოსარჩევია თაობები ქვეყნისთვის ), მე არ გამიგია პარტიები კამპანიებს აწარმოებდნენ ემიგრანტთა რეგისტრაციისათვის. ასიათასობით ხმა ცდება და ტყუილად იკარგება;
5. არ გამოიკვეთა მესიჯი, რატომ უნდა მოიგოს ოპოზიციამ. რომ მოიგებს, მერე რა იქნება? “არა რუსულ კანონს” და “ევროკავშირი” გასაგებია, მაგრამ ხალხს თავს მოახვიეს ომის შიში, “გაპიდარასტების” შიში, ნაცების დაბრუნების და რევანშის შიში. სამწუხაროდ, მოლოდინების დღის წესრიგს ქმნის და მართავს ხელისუფლება;
6. ქვეყანაში გვყავს დახლოებით 30% მოსახლეობისა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას აძლევს ხმას, ნებისმიერ დროს.
ეს ყველაფერი რომ ასეა, რატომ უნდა მოიგო არჩევნები და რატომ არ იმსახურებს ეს ქვეყანა კატასტროფას?
ქუჩაში რომ თვეები იდგა, ის ხალხი ნამდვილად არ იმსახურებს, მაგრამ მხოლოდ ის ხალხი ვერაფერ გახდება. ცოტა ოპოზიციამაც უნდა მოიგოს, ცოტა,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად