არმაზ ახვლედიანი – დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა

„კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის საძირკვლების ძირგამომთხრელი ავანტიურა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის განშტოება – სასამართლო კლანი სჩადის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერს, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
ახვლედიანი გმობს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და საზოგადოებას 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რათა ამჟამინდელი ხელისუფლება დამარცხდეს.
„კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის საძირკვლების ძირგამომთხრელი ავანტიურა და სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ივანიშვილის პოლიციური რეჟიმის განშტოება- სასამართლო კლანი სჩადის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.
დღეს უპრეცედენტო სიავისა და დანაშაულის ფაქტი მოხდა: სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ, უკანონოდ და უხეშად ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
მე, როგორც პრეზიდენტის “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი, კატეგორიულად ვგმობ დანაშაულებრივი კლანის ამ გაუგონარ, აღვირახსნილ ქმედებას და მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს და საქართველოს ყველა გულშემატკივარს, გავერთიანდეთ ამ ბოროტების წინააღმდეგ და ჩამოვაშოროთ 26 ოქტომბერს ივანიშვილის კლანური დაჯგუფება საქართველოს მართვას!“, – წერს არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა