ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე – რატი ბრეგაძე

ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე – რატი ბრეგაძე
ტრაგედიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულება ჰქონა „ნაცმოძრაობას“ პატიმრების მიმართ.
„ოპოზიციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. რა თქმა უნდა, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების მიმართ. ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ყველაფერი, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული. კარგად ვიცით, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრებთან, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, რა ფორმით ეპყრობოდნენ. 2012 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი სისტემური პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა. დიდი ირონიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე ან, ზოგადად, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ეს არა თუ ღიმილის მომგვრელია, არამედ ტრაგედიაა. „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს პატიმრებზე, რაც მაჩვენებელია იმ პოლიტიკური უნამუსობის, რისი მატარებელიც ეს პოლიტიკური გაერთიანებაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში