კლიმოვი შეკითხვას ქართული ოცნების შესაძლო დახმარებაზე სირიის მაგალითით პასუხობს

საქართველოში დაფუძნებული პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ავრცელებს ს ფედერალური საბჭოს სენატორის, ანდრეი კლიმოვის ინტერვიუს. რუსი პოლიტიკოსის გვერდზე ვიდეოში პრორუსი და პუტინისტი ქართველი ბიზნესმენი, მამუკა ფიფია დგას, რომელიც გასულ დღეებში რუსეთის მეგობართა კლუბის შეკრებას ესწრებოდა.
პუტინისტური პარტიის წარმომადგენელმა ჩანაწერში კლიმოვს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა რუსეთი, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადატრიალება თავიდან ააცილოს. დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს, რუსეთმა გასულ დღეებში წამოიწყო.
პასუხად რუსმა სენატორმა მოიყვანა სირიის მაგალითი, როცა მოსკოვმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს სამოქალაქო ომის დროს სამხედრო დახმარება გაუწია. კლიმოვმა ასევე ახსენა კიდევ ერთი რუსული დეზინფორმაციული ნარატივი, თითქოს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო -ს მიერაა შექმნილი.
“კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაცია არ ერევა სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეში, მაგრამ ბუნებრივია – ნებისმიერი სახელმწიფო გადატრიალება არის ეროვნული კანონმდებლობის დარღვევა და, როგორც წესი, ეს გარედან შიდა საქმეებში ჩარევის შედეგია. მაგრამ, მესამე სახელმწიფოს მიერ შიდა საქმეებში ჩარევა არის ის, რაც პირდაპირ არღვევს გაეროს წესდებას. ცოტა სხვანაირად შემიძლია გითხრათ. მაგალითად, იყო სირიის პოლიტიკური სისტემის ჩაშლის მცდელობა და ეს პირველად სცადა რუსეთში აკრძალულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ, ფსევდო სახელმწიფომ, განგსტერულმა ორგანიზაციამ, რომელიც ერთ დროს, ფაქტობრივად, აშშ-ს მიერ შეიქმნა, შემდეგ კი ამ საქმეში მთელი ე.წ. კოლექტიური დასავლეთიც ჩაერთო… მაგრამ, როდესაც ასადის ლეგიტიმურმა მთავრობამ გვთხოვა თავის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება, მათ შორის სამხედრო ტექნიკური დახმარების გაწევა, ეს დახმარება გავუწიეთ და, როგორც ვიცით, სირიაში სიტუაცია დასტაბილურდა.” – თქვა კლიმოვმა.
ივლისის დასაწყისში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებოდნენ, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. СВР-ს მიერ გავრცელებული განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი ს დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
ამას გარდა, მაისის დასაწყისში, ფართომასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, რუსი პროპაგანდისტი, სერგეი კარნაუხოვი საკუთარ გადაცემაში ამბობდა, რომ საჭირო იყო საქართველოს მთავრობის დარწმუნება იმაში, რომ რუსეთისთვის სამხედრო დახმარება ეთხოვათ.