რუსებსა და ბელარუსებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჯაშუშობის რისკის გამო ვიზები არ მისცეს

საფრანგეთმა 100-მდე ჟურნალისტს, თერაპევტსა და ტექნიკოსს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა.
პარიზში ვიზების შეზღუდვის მიზეზად ჯაშუშობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას და ეჭვებს ასახელებენ. ამის შესახებ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა “Le Journal du Dimanche”-ს უთხრა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, იმ პირთა შორის, ვისაც ამ საფუძველზე ვიზებზე უარი უთხრეს, არიან სა და ბელარუსის მოქალაქეებიც.
ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად, როგორც წესი, ქვეყანაში ათობით ათასი უცხოელი ჩადის. პარიზი თამაშებს 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საფრანგეთი ასევე შიშობს თამაშებისას შესაძლო კიბერთავდასხმაზე.
რუსეთისა და ბელარუსის გუნდები ზაფხულის ოლიმპიადაში ეროვნულ გუნდებად ვერ მონაწილეობენ, რადგან ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის და ბელარუსის მიერ მისი მხარდაჭერის გამო, მათ მონაწილეობა აკრძალული აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ხომერიკი – ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა – გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს