ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

22 ივლისს ევროკავშირმა ექვსი თვით გაახანგრძლივა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის ს მიმართ დაწესებული სანქციები. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდის თანახმად, სანქციები ძალაში 2025 წლის იანვრის ბოლომდე იქნება.

“ეს სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს ამოქმედდა, 2022 წლის თებერვლიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.

სანქციები მოიცავს დარგობრივი ზომების ფართო სპექტრს, მათ შორის შეზღუდვების სამიზნეა ვაჭრობა, ფინანსები, ტექნოლოგიები და ორმაგი გამოყენების საქონელი, მრეწველობა, ტრანსპორტი და ფუფუნების საგნები.
სანქციები ასევე მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების ზღვით იმპორტის ან გადატანის, რამდენიმე რუსული ბანკის მიერ სისტემა SWIFT-ის გამოყენებისა და ასევე ევროკავშირში კრემლის მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებების მაუწყებლობის აკრძალვას.

გარდა ამისა, კონკრეტული ზომები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, სანქციების გვერდის ავლას შეეწინააღმდეგოს.

რუსეთის მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროკავშირმა ჯამში სანქციების 14 პაკეტი დაამტკიცა.
ბოლო ხანს გამოქვეყნდა რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომლებიც მიუთითებს, რომ სანქციების გვერდის ავლით რუსეთის ბაზარზე მაინც ხვდება გარკვეული კატეგორიის, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონელი.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა