გამოკითხულთა 45% დროებით ემიგრაციაში წასვლითაა დაინტერესებული, 9%-ს – მუდმივი ემიგრაციით

გამოკითხულთა 45% დროებით ემიგრაციაში წასვლითაა დაინტერესებული, 9%-ს – მუდმივი ემიგრაციით
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 9%-ს მუდმივი ემიგრაცია აინტერესებს, ხოლო 45%-ს – დროებითი.
უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 89%-ს – არ აინტერესებს მუდმივი ემიგრაცია, 9%-ს – აინტერესებს, ხოლო 2%-ს – პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება დროებით ემიგრაციას, ის გამოკითხულთა 45%-ს აინტერესებს, ხოლო 53%-ს არ სურთ ემიგრაციაში წასვლა, 3%-ს არა აქვს პასუხი კითხვაზე.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო