ბორელი: განვიხილავთ, რა მოხდა ბოლო კვირებში და როგორ ვაფასებთ უნგრეთის პოზიციას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოსეფ ბორელის თქმით, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთის პრემიერის, ს ქმედებებსა და პოზიციებზე იმსჯელებენ.
როგორც ბორელმა თქვა, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, რუსეთსა თუ ჩინეთში ორბანის ვიზიტებსა და ში EU-ს როლზე უნგრეთის პოზიციას როგორ უპასუხონ.
ბორელმა უნგრეთის ხელისუფლების პოზიციები “მიუღებლად” მოიხსენია.
“დახურულ სხდომას დავიწყებ, მხოლოდ მინისტრების მონაწილეობით, რათა განვიხილოთ, რა მოხდა ბოლო კვირებში, მათ შორის, პრემიერ ორბანის ვიზიტები მოსკოვში, კიევში, პეკინში და მისი საგარეო მინისტრის მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წინაშე წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც ევროკავშირს ომისკენ ბიძგში ადანაშაულებს.
ეს სრულად მიუღებელია. […] განვიხილავთ, წევრი სახელმწიფოები როგორ აფასებენ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ამგვარ პოზიციას”. – თქვა ბორელმა.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, “გასაკვირი არ არის, რომ (რედ. – ორბანის) თავის განდიდების მცდელობებმა” EU-ს მრავალი მინისტრი გააღიზიანა.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა თქვა, რომ აგვისტოს ბოლოს არაფორმალურ შეხვედრას გამართავდა და უნგრეთთან დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“დიალოგის იგნორირება ან არ არჩევა შეცდომა იქნებოდა”. – თქვა ბეტელმა.
ევროკავშირის ლიდერებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო გამოეხმაურა და თქვა რომ მათი სტრატეგია “ჩაფლავებულია”.
“უკვე კვირებია, რაც ბრიუსელის უცხოური ბიუროკრატია და EU-ს ზოგიერთი ქვეყნის ლიდერები ჩვენს სამშვიდობო მისიაზე ბრაზობენ თავიანთი ჩაფლავებული სტრატეგიის გამოაშკარავების გამო”. – თქვა სიიარტომ.
უნგრეთმა ევროკავშირი როტაციული თავმჯდომარის პოზიცია მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიკავა. მას შემდეგ, ვიქტორ ორბანი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა, ხოლო მოგვიანებით მან პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან გამართა შეხვედრა.
შემდგომ, 15 ივლისს გადაწყდა, რომ ევროკომისრები ევროკომისიის თავმჯდომარე სახელმწიფოს, უნგრეთის მიერ გამართულ შეხვედრებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.
პროტესტის ნიშნად, ევროკომისია უნგრეთის პრეზიდენტობის ფარგლებში გამართულ არაფორმალურ შეხვედრებზე ევროკომისრებს არ გაგზავნის. მათ ნაცვლად, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას სახელმწიფო მოხელეები მიიღებენ მონაწილეობას.