ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 3.9%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში, ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 3.9%-ით გაიზარდა და 7.33 ტვტ.სთ.-ს მიაღწია. მთლიან გამომუშავებაში ჰიდროსადგურების წილი 82.6% იყო, თბოსადგურების წილი 16.9%, ხოლო ქარის ენერგიის წილმა 0.5% შეადგინა. ამის შესახებ TBC კაპიტალის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში ვკითხულობთ.
იმავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.7%-ით გაუზარდა და 6.75 ტვტ.სთ.-ს მიაღწია. საცალო სექტორმა ჯამური მოხმარების 57% დაფარა, მსხვილი მომხმარებლების წილი 23%, ხოლო ს ავტონომიური რესპუბლიკის წილი 20% იყო.
საცალო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარება ძლიერ ზრდას აჩვენებს. თბილისის მოხმარება წლიურად 6.0%-ით, ხოლო საქართველოს რეგიონების მოხმარება წლიურად 4.2%-ით გაიზარდა.
მსხვილი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 5.0%-ით გაიზარდა, თუმცა, ზრდის შესაძლებლობა კიდევ არსებობს, რადგანაც მეტალურგიული კომპანიები ჯერ კიდევ სრული სიმძლავრით არ მუშაობენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება კლებადია. 2024 წლის პირველ ორ კვარტალში, მოხმარება 5.6%-ით შემცირდა.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ელექტროსისტემას ორი ჰიდროსადგური დაემატა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 46.4 მეგავატი და ჯამური საპროგნოზო გამომუშავებით 209.4 გვტ. სთ. მეორე მხრივ, წლიურად 75%-ით გაიზარდა ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული სადგურების სიმძლავრე და 82.02 მეგავატს მიაღწია.
სემეკმა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვა. ტარიფები ძალაშია 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 1-ელი ივლისიდან ნებაყოფლობით რეჟიმში ამოქმედდა. ბირჟაზე მონაწილეობის წასახალისებლად, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე, ბირჟაზე არსებული საკომისიოები განულებულია. ბირჟის სრული ამოქმედება 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, CfD სქემის ფარგლებში, ახალი აუქციონი აღარ გამოცხადდება. შედეგად, ენერგოპროექტებზე პირდაპირი კონტრაქტები სიმძლავრის მეორე აუქციონის მედიანური ტარიფებით დაიდება, – ნათქვამი შესახებ TBC კაპიტალის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.