დავით უსუფაშვილი – მიზანია საქართველოს გადარჩენა – „ოცნებამ“ გადაწყვიტა, კონსტიტუციის, ზნეობის, მორალის, სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების, ფეხქვეშ გათელვით, საქართველო შეატრიალოს იქით, საიდანაც 200 წელზე მატია გამოსვლას ვლამობთ

მიზანია საქართველოს გადარჩენა – „ოცნებამ“ გადაწყვიტა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, ზნეობის, მორალის, სახელმწიფო ინტერესების, ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვით, საქართველო შეატრიალოს იქით, საიდანაც 200 წელზე მატია გამოსვლას ვლამობთ,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არა პოლიტიკური, არამედ, ეროვნული თემაა.
„ცხადია, მთავარი ამბავი იქნება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ მანამდე, სასამართლოში წასვლაა შესაძლებელი?! – მივდივართ სასამართლოში! პარლამენტში კამათი და დებატები იყო შესაძლებელი?! – ვკამათობდით პარლამენტში! ქუჩაში დგომა იყო საჭირო ჩვენს მოქალაქეებთან ერთად?! – ვიდექით იქ! სტრასბურგში წასვლა იქნება საჭირო – წავალთ იქაც! ეს არის ის თემა, რომელიც არის ზეპარტიული, ზეპოლიტიკური, ეს არ ეხება მიმდინარე თემებს, არ ეხება უახლოეს 2 წელიწადს, 4 წელიწადს. ეს ეხება ქვეყნის მომავალს და ამიტომაც ამ სარჩელს გავგზავნით სასამართლოში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე ნიშნავს, თუ არა ეს მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციის აღიარებას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში არსებული პრობლემების გამო, სასამართლოზე როგორც ინსტიტუტზე, უარი არავის უთქვამს.
„ეს უნდა დამთავრდეს – სახელმწიფო არსებობს, ამ სახელმწიფოში ზოგი კარგად იქცევა, ზოგი ცუდად. ზოგი, ვინც კარგად იქცეოდა, ის ახლა ცუდად იქცევა, ზოგი, ვინც ცუდად იქცეოდა, ახლა კარგად იქცევა და ამის გამო ახლა ინსტიტუტები უნდა უარვყოთ? კონსტიტუცია გადავაგდოთ? ის კონსტიტუციაც მ სერიოზულად დაამახინჯა, მაგრამ ამის გამო ქვეყანას კონსტიტუცია აღარ აქვსო, ამას ამბობს ვინმე ჭკუათმყოფელი? ან ამ პარლამენტში რაც ხდება, ვხედავთ ყველა, მაგრამ ამის გამო პარლამენტი აღარ გჭირდებაო, ამას ვამბობთ?! სასამართლოებში მძიმე მდგომარეობაა, ვიცით ეს ჩვენ, მაგრამ ამის გამო იმას ვამბობთ, სასამართლოები აღარ გვჭირდება და სხვა რაღაც ვაკეთოთო?
მე მაქვს რწმენა, რომ დადგება დრო და ქვეყანაში ძალიან ბევრ თემას თავისი სახელი დაერქმევა, ეს იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება ძველი, მომავალი, კიდევ იმაზე უფრო ძველი თუ როგორიც იქნება. სიმართლისთვის, თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე! ს წინააღმდეგ დეკლარაციებს რომ ვიღებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოებში, გვგონია და გვჯერა, რომ პუტინი ამას გაიზიარებს?! ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც სწორია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დავინახოთ, რომ ჩვენ ერთად ვართ და ყველა გზას და საშუალებას ვიყენებთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად