დღეს საქართველოში, “ენჯეოშნიკი” პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ

დღეს საქართველოში, “ენჯეოშნიკი” პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ
არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს და ეს გზა დასავლეთმა უკვე გაიარა.
“არასამთავრობო სექტორმა უნდა გაითავისოს, რომ ის მოსახლეობის წინაშე არის ანგარიშვალდებული, გამჭვირვალობას ასევე ავალდებულებს კანონი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია. შესაბამისად არასერიოზული და პროვოკაციულია განცხადება, რომ კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, ამით ისინი ამბობენ, ჩვენ წინასწარ განზრახვით დავარღვევთ კანონს, რაც საკმაოდ მძიმე ფაქტია.
გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის გზა, რომელიც დასავლეთმა უკვე გაიარა, -ი მსგავსი კანონის შედეგად კონგრესმენის გასამართლება მოხდა (რამდენიმე პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს)
საქართველოს შემთხვევაში საქმე უპრეცედენტო დანაშაულთან და უსინდისობასთან გვაქვს, მაგ: “გამჭვირვალობა საქართველო” 200 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსებას იღებს, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდა მოახდინოს, თვითონ კი გამჭვირვალობას ებრძვიან.
დღეს საქართველოში, “ენჯეოშნიკი” პოლიტიკოსები გვყავს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.” – წერს დავით ჩიხელიძე.
Next: ცესკოს თავმჯდომარემ უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში