სუს-მა სახელმწიფო გამოკითხვაზე გადატრიალების მუხლით ომის კიდევ ერთი ვეტერანი დაიბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ომის კიდევ ერთი ვეტერანი, კონსტანტინე ჯღამაია სისხლის სამართლის 315-ე და 323-ე მუხლებით დაიბარეს. ადვოკატის თქმით, ჯღამაიამ სუს-ის კითხვებს არ უპასუხა და დაიტოვა უფლება, გამოიკითხოს მოსამართლის თანდასწრებით. ჯღამაიამ უწყება უკვე დატოვა.
“როგორც გამომძიებელმა განგვიმარტა, საქმე [აღძრულია] ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე და 323-ე, ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება, ამბოხება. საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო. ბატონმა კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ გამოძიებასთან, ამ შემთხვევაში, ჩვენება არ მიეცა და გამოკითხულიყო მოსამართლესთან. ეს მისი კანონიერ უფლებაა, ამის შემდეგ წამოვედით. […]
[გამოძიების დაწყებას] თავად უკავშირებს მის ცხოვრების წესს, რომ იბრძვის ში ს წინააღმდეგ და საქართველოს ინტერესებსაც იცავს, მათ შორის”. – თქვა კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატმა, თორნიკე ჩიქოვანმა.
ბოლო რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ვაჟა ცეცაძე და კონსტანტინე ჯღამაია არიან. სუს-ი მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.

ასევე დაგაინტერესებთ