ბოკუჩავა: შეუძლებელია დონალდ ტრამპისა და ივანიშვილის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს

გუშინ დავბრუნდი უმნიშვნელოვანესი ვიზიტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მილუოკიში დავესწარი რესპუბლიკური პარტიის კონგრესს.
ეს იყო რესპუბლიკური პარტიის ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანნი წინასაარჩევნო ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ორმოცდაათი ათასი ამერიკელი რესპუბლიკელი და რომელსაც საქართველოს პოლიტიკური პარტიიდან ესწრებოდა, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა.
მინდა თამამად განვაცხადო, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიფი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს.
აქვე მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვმარტო, რომ ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს ს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას არის მტკნარი სიცრუე და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.
ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა კონგრესის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სრულმა შემადგენლობამ
ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ -ს პოლიტიკას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატებისგან, ისევე, როგორც რესპუბლიკელებისგან.
შესაბამისად, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა აშშ-ში ხელისუფლების ცვლილების შედეგად, არამედ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შედეგად და ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლების შედეგად პრო-დემოკრატიული, პრო-დასავლური, პრო-ამერიკული კოალიციური მთავრობით.
რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, დონალდ ტრამპმა ისაუბრა ს შემოჭრაზე საქართველოში და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ იქნება ძალიან მკაცრი.
შეუძლებელია დონალდ ტრამპის და ივანიშვილის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს, როცა ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი ძლიერი ამერიკის, შესაბამისად დასავლეთისა და უკრაინის გამარჯვების ფლაგმანია.