პრემიერი CRRC-საქართველოს კვლევაზე – ასეთი კვლევები სანდო არაა – რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ეს არის მოცემულობა – საქართველოსთვის პრობლემას გლობალური ომის პარტია ქმნის

ასეთი კვლევები არაა სანდო. ს ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის მოცემულობა, საქართველოსთვის პრობლემას ქმნის გლობალური ომის პარტია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველოს) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლისთვის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც -ში, ასევე ევროკავშირში.
„ასეთი კვლევები არაა სანდო. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებით საფრთხეებსა და პრობლემებს, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთვის ვინც ქმნის პრობლემას, ეს არის გლობალური ომის პარტია. ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არ ვგულისხმობთ აშშ-სა და ევროკავშირს. სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. საზოგადოება კარგად ხედავს და ხვდება ამ ყველაფერს. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად, 2022 წლიდან დღემდე, მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.
ვეთანხმები იმ მოცულობას, რაც ქვეყანაშია – ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ეს არის ფაქტი და მოცემულობა. 2022 წლიდან დღემდე, გლობალური ომის პარტია, მათ შორის, კონკრეტული დასავლური სტრუქტურების ჩართულობით, საქართველოში ომის მეორე ფრონტის გამოწვევას ცდილობდა. სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე. ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია საკუთარი დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველოს) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. კვლევა სახელწოდებით “კავკასიის ბარომერტი 2024“, 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდს მოიცავს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!