რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 22 ივლისის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 75 უკრაინული დრონი გაანადგურა.
უწყების მონაცემების მიხედვით, 47 დრონი როსტოვის ოლქში, 17 – აზოვისა და შავი ზღვის თავზე, ხოლო დანარჩენი 8 – ბელგოროდის, ვორონეჟისა და სმოლენსკის ოლქებში გაანადგურეს.
კრასნოდარის მხარეში, ტუაფსესთან ახლოს ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზას. რუსეთის მტკიცებით საწარმოს ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მოხვდა და იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურ კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე ტელეგრამ არხში ვრცელდება ინფორმაცია დრონების წარმატებული იერიშის შესახებ, როგორც ტუაფსეში, ისე როსტოვის ოლქში.
