ზოგიერთი რესპუბლიკელის მოწოდების მიუხედავად, ჯო ბაიდენი დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას, – ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიიღო თავისუფალ ვარდნაში მყოფი ეკონომიკა, ძალადობრივი დანაშაულის მზარდი მაჩვენებელი. მან ეს შეცვალა, რათა მიეღო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ძალადობრივი დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თითქმის 50 წლის განმავლობაში, ხოლო ნატო უფრო დიდი გახადა, ვიდრე ოდესმე. ის მოუთმენლად ელოდება თავისი ვადის დასრულებას და უფრო ისტორიულ შედეგებს ამერიკელი ხალხისთვის. ეს მოიცავს ხარჯების შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალური უზრუნველყოფის დაცვას. ბაიდენი გააგრძელებს ბრძოლას ამერიკელების თავისუფლებების დასაცავად აბორტის აკრძალვისა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმებისგან“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. გავრცელებულ განცხადებაში, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადადგა. ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.