1 500-დან 21 400 დოლარამდე: რა ღირს კოსტიუმები, რომლებიც ტეილორ სვიფტს Eras ტურში ეცვა

მრავალი ჯილდოს მფლობელი მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი მუსიკალურ ინდუსტრიაში 2006 წლის დებიუტის შემდეგ ერთ-ერთ გამორჩეულ მომღერლად ითვლება.
მას მილიონობით თავყვანისმცემელი ჰყავს.
სვიფტი ცნობილია თავისი სიმღერებით. შექმნა ჩარტების საუკეთესო ჰიტები, მათ შორის “Love Story”, “You Belong with Me” და “Shake It Off”.
Eras Tour- ში მომღერალს ძვირადღირებული და ცნობილი ბრენდების მიერ, სპეციალურად მისთვის შემქნილი სასცენო კოსტიუმები ეცვა.
Ashish -ის წითელი სამოსი – 1500 დოლარი
Ashish Red Coat -ის სავარაუდო ფასი 1 500 დოლარია. ტეილორ სვიფტს ეს სამოსი All Too Well-ის ათწუთიანი ვერსიის დროს, წითელ გიტარასთან ერთად ეცვა.
რობერტო კავალის ცალფეხა კომბინიზონი (Roberto Cavalli Jumpsuit) – 1700 დოლარი
ტეილორ სვიფტმა გაბედული არჩევანი გააკეთა, როდესაც Eras Tour-ში რობერტო კავალის “ერთფეხა კომბინეზონი” ჩაიცვა.
სამოსი გამოირჩეოდა ასიმეტრიული დიზაინით, შავი გამჭვირვალე, მოციმციმე ქსოვილით და სამგანზომილებიანი ნაქარგი გველის მოტივით.
საშუალოდ Roberto Cavalli Jumpsuit დაახლოებით 1,700 დოლარი ღირს
ალბერტა ფერეტი კაბა (Alberta Ferretti Chiffon Gown) – 2 750 დოლარი
Alberta Ferretti Chiffon Gown-ის ელეგანტური კაბა ტეილორ სვიფტს 24 მარტს ლას-ვეგასში გამართული შოუს დროს ეცვა.
კაბა, მინიმალისტური ვარდისფერი ელფერით, ბროლის ნაქარგებით და დელიკატური შიფონის ქსოვილით იყო შეკერილი.
Alberta Ferretti Chiffon-ის კაბის საშუალო ფასი დაახლოებით 2750 დოლარია.
Roberto Cavalli Couture- ს მინი კაბა – 12 500 დოლარი
Eras Tour-ის დროს სვიფტს The Roberto Cavalli Couture მინი-კაბა ეცვა.
სამოსი შეხამებული იყო Christian Louboutin-ის ჩექმასთან და მბრწყინავ გიტარასთან.
ატელიე ვერსაჩეს სამოსი (Atelier Versace Bodysuit) – 15 000 დოლარი
ტეილორ სვიფტმა ტური სიმღერით Miss Americana & the Heartbreak Prince – ით დაიწყო და სამოსიც ვერსაჩეს დიზაინით შეუხამა.
კოსტიუმის ფასი არც მეტი, არც ნაკლები 15 000 დოლარია.
ზუჰაირ მურადის ვარდისფერი ტილის სამოსი (Zuhair Murad) – 21 390 დოლარი
მომღერალმა თავისი Eras Tour-ის კონცერტების სერია არიზონაში, ექსკლუზიურად შემუშავებული Zuhair Murad Haute Pink Tulle Ballgown-ით დაიწყო.
გასაოცარი კაბა 50 მეტრის სიგრძის ქსოვილისგან შეიქმნა, ხოლო რთული ნიმუში 350 საათზე მეტ შრომას მოითხოვდა.
საშუალოდ Zuhair Murad Tulle Ballgown დაახლოებით 21 390 დოლარია.
წყარო: therichest.com, ბიზნესპრესნიუსი