ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა მ, თავისი ქვეყნის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის.
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და -ის ინტერესების გამო გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭი აღარ იყაროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პატივს სცემენ მის რთულ, მაგრამ ძლიერ გადაწყვეტილებას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყოველთვის მადლიერი იქნებიან პრეზიდენტ ს ლიდერობისთვის. ზელენსკის თანახმად, ბაიდენმა ს მხარი დაუჭირა ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში და მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში განაგრძობს უკრაინის დახმარებას.
ზელენსკი წერს რომ უკრაინასა და მთელ ევროპაში სიტუაცია ისევ რთულია, და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შემდგომი ძლიერი ლიდერობა რუსულ ბოროტებას არ მისცემს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ს წინააღმდგეგ ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 53 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინისადმი მხარდაჭერის დასადასტურებლად კიევში საგანგებოდ ჩავიდა ომის დაწყების წლისთავზე, 2023 წლის თებერვალში.
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი აგვისტოში დაგეგმილ ყრილობაზე უნდა წარადგინოს.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი . მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, უკრაინაში ომს მალევე დაასრულებს. რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია სენატორი ჯეი დი ვანსი, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგეებს შორისაა.

ასევე დაგაინტერესებთ