პროტესტის მეათე დღე “ევოლუშენში” – ადმინისტრაცია გაფიცულებს ამ დრომდე არ ელაპარაკება

გაფიცვის მეათე დღე “ევოლუშენ ჯორჯიაში” – კომპანიის ადმინისტრაცია შენობის წინ, კარვებში მყოფ თანამშრომლებს ამ დრომდე არ ელაპარაკება. გაფიცულთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. მოქალაქეები შრომის ღირსეულ პირობებს და ხელფასის ზრდას ითხოვენ.
გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი, ვინც კომპანიაში მუშაობას ჯერ კიდევ განაგრძობენ, გადატვირთული რეჟიმის გამო, შეუძლოდაც კი ხდებიან.
“ადამიანები შიგნით ცუდად გახდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მაგიდები არ გაჩერებულიყო და სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილიყო, უფლება არ მისცეს გამოსვლის შენობიდან და პოლიციის და სასწრაფოს გამოძახება მოგვიწია”, – ამბობს პროტესტის მონაწილე.
აზარტული თამაშების ოპერარატორი კომპანია რომ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ამას ადასტურებს ისიც, რომ აქციების ფასი დავარდა, სათამაშო მაგიდების დიდი ნაწილი დახურულია.
“პარასკევს უკვე შეინიშნებოდა ფინანსური ცვლილებები, კომპანიის აქციებმა ვარდნა დაიწყო. შაბათ კვირას ეს ნიშნული გაჩერებულია და ორშაბათიდან გვექნება შესაძლებლობა, დავაკვირდეთ როგორ თამაშობს აქციების ფასი, “- ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
ცნობილია, რომ დღეს 18:00 საათზე “ევროლუშენთან” სოლიდარობის აქცია გაიმართება. ადგილზე მოქალაქეები მხარდაჭერას გაფიცულ თანამშრომლებს გამოუცხადებენ.
წყარო: ტვ პირველი