საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზარდა – რა წილი აქვს განახლებად ენერგიებს

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 7.33 ტვტ.სტ-ს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია „თბს კაპიტალის“ კვლევაში.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ჰიდროელექტროსადგურებმა 6.06 ტვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წლიურად 13.5%-იან ზრდაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანად გენერირებული ელექტროენერგიაში უდიდესი, 82.6%-იანი წილი სწორედ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულ დენს უკავია.
ამავე პერიოდში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენის რაოდენობა 1.24 ტვტ.სთ იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შემთხვევაში გამომუშავებული დენის რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 26.3%-ით არის შემცირებული. ჯამურ გამომუშავებაში თბოსადგურების წილი 16.9%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ქალის ელექტროსადგურებს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წლიურად 7.9%-ით შემცირდა და 39.4 გვტ. სთ შეადგინა. ქარის სადგურებს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 0.5%-ს შეადგენს.