მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა სწორ გზით მიდის, ოქტომბრის არჩევნებზე კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს ომსა და მშვიდობას შორის

მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა სწორ გზით მიდის, ოქტომბრის არჩევნებზე კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს ომსა და მშვიდობას შორის
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ – ში საქართველოს მიერ აღებულ პოლიტიკურ გეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, რომელიც უცხოეთიდან მოდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის მოუწევს.
„საქართველოში დაცულია ის სტრატეგიული მოთმინება, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. „ქართული ოცნება“ არც ერთ პროვოკაციას არ წამოეგო. როდესაც ში ომი დაიწყო ჩარტერული რეისი მოფრინავდა და გამზადებული ე.წ. „ბოევიკები“ ელოდებოდნენ გაფრენას. ეს იყო პიარ აქცია, რომელსაც მთელი ტელევიზია აჩვენებდა მსოფლიოში, რომ საქართველო ჩაება ომში, მთავრობა უკვე აგზავნის ჩარტერული რეისებით ხალხს.
იყო მოთხოვნა, რომ გადაეცით თქვენი საბჭოური წარმოების იარაღი ახლავე და ჩვენ შეგივსებთ „ნატოს“ იარაღით. ქართველი ექსპერტები უხსნიდნენ, რომ აღარაფერი აღარ გვაქვს დარჩენილი, რადგან რუსებმა ყველაფერი წაიღეს 2008 წლის ომის დროს და ეს ქმედება ასევე ჩაითვლება ომში პირდაპირი ჩაბმად. ამ ფონზე ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მოუწევს ომსა და მშვიდობას შორის“. განაცხადა პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ – ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების ფარული მხარეა