გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?! სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში

გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?! სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში
“გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!”- წერს ხალხის ძალის” წევრი , რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს , მშვიდობა დაამყაროს და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“
ქადაგიძის თქმით, საქართველოში აუცილებელია დავიწყოთ, ქართული პოლიტიკის გაწმენდა პარაზიტებისა და აგენტებისაგან. 26 ოქტომბერი არის შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ჩნდება და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ
“ბიზნესმენებმა ფული შეაგროვეს,
პოლიტიკოსებმა იარაღი, ოჯახებმა მებრძოლები…
ორი წლის თავზე – ბიზნესმენები “ვორქ-შოფებზე” მსჯელობენ, პოლიტიკოსები ახალ არჩევნებზე, ხოლო ოჯახები პარაკლისებს იხდიან…
ასე გაწირეს და საზარბაზნე ხორცად აქციეს !
ასეთივე გეგმის ნაწილი ვიყავით ჩვენც, რომ ავყოლოდით პოლიტიკურ კონიუნქტურას და დავეყოლიებინეთ გლობალური ომის პარტიას, თუმცა ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკითა და ქართველი ხალხის უბადლო პრაგმატულობით, სასწაულებრივად გადავრჩით!
გუშინ ამბობდნენ, უკრაინამ ომში გაიმარჯვაო და დღეს, თურმე გადასარჩენი ყოფილა?!
სამწუხაროდ, ასეთი ბედი ელის ყველა ქვეყანას, ვისი ხელისუფლებაც მარიონეტია უცხოელი აქტორების ხელში.
არ ვიცი, სტამბულის სამშვიდობო სამიტის ჩამშლელი ჯონსონი და ტრამპი, როგორ გადაარჩენენ უკრაინას, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოში აუცილებელია დავიწყოთ, ქართული პოლიტიკის გაწმენდა პარაზიტებისა და აგენტებისაგან.
26 ოქტომბერი არის შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ჩნდება და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ!”- წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება