კლიჩკო: ტერიტორიული კომპრომისის შემთხვევაში ზელენსკის რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს შეფასებით, მომავალი თვეები პრეზიდენტ სთვის ძალიან რთული იქნება, რადგან მან უნდა გადაწყვიტოს, ომის გაგრძელება მოუწევს თუ ტერიტორიულ კომპრომისის განხილვა.
„რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე. კოშმარი იქნება, თუ კიდევ ორი წელი მოგვიწევს ბრძოლა“, — განაცხადა კლიჩკომ
Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
მისი აზრით, ზელენსკის, ალბათ, მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს.
„არ მგონია, მან შეძლოს ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე. მისთვის ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის მსგავსის შექმნა. ეს მოხდა ისრაელში 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ, თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზადაა დათმოს მის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება“, — თქვა კლიჩკომ.
შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ არაფერი მოხდება ამერიკის ს დასრულებამდე.
„შეერთებული შტატები არის ფუნდამენტური პარტნიორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეთანხმებები მოსკოვთან და სანამ რაიმე არჩევანს გააკეთებს, ყველას სურს იცოდეს, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი ვაშინგტონში“.
კლიჩკოს თქმით, არჩევის შემთხვევაში კიევს მოუწევს მუშაობა დონალდ ტრამპთან. ის ხაზს უსვამს, რომ რესპუბლიკური პარტია ყოველთვის ანტირუსული იყო და არ გამორიცხავს, ტრამპის რიტორიკა სთან მიმართებაში შეიცვალოს პრეზიდენტობის პერიოდში.
ამასთან, ს ოპოზიციონერმა მერმა ხაზი გაუსვა, რომ არ ემხრობა არჩევნების ჩატარებას საომარი მოქმედებების პერიოდში.
კლიჩკომ ასევე თქვა, რომ ზელენსკისთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ეს პრეზიდენტს აქვს მასთან ცუდი ურთიერთობა.