“ეკონომისტი” ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანული გამოცემა “ეკონომისტი”, ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა, წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ პრეზიდენტისა და მთავარსარდლის დაპირისპირება უკრაინის კონტრშეტევას აზიანებს.

“ზალუჟნი ახლა ერთ-ერთ საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, მაგრამ შესაძლოა, ეჭვმიტანილის სტატუსი მიენიჭოს, რადგან ზელენსკი მასში კონკურენტს ხედავს. მათ “საშინელი” ურთიერთობა აქვთ. უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის შიდა დაპირისპირებაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ წარუმატებელი კონტრშეტევის ფონზე დაიწყო”, – წერია სტატიაში.

გამოკითხვების თანახმად, ნოემბერში პრეზიდენტის ნდობა 32 პროცენტამდე შემცირდა, ზალუჟნის კი 70 პროცენტი აქვს. პრეზიდენტზე მაღალი რეიტინგი აქვს უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვსაც – 45 პროცენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას