იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

იემენელმა ჰუსიტებმა ს მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მათი თქმით, სარაკეტო თავდასხმების სამიზნე ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ეილათია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ იემენიდან ეილათის მიმართულებით გასროლილი ბალისტიკური რაკეტები Arrow 3-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებით ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ განეიტრალდა.
Arrow 3-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლადაა შექმნილი, სანამ ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან.