აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაეროს სასამართლოს დადგენილებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. მიაჩნიათ, რომ სასამართლოს მოსაზრება კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას გაართულებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჰააგაში მდებარე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსაზრება, რომ ისრაელმა, რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს პალესტინური ტერიტორიები, კონფლიქტის მოგვარების დადგენილ ჩარჩოებთან შეუსაბამოა.