სანქცირებულ საქონელს გერმანიიდან რუსეთის კომპანია „პრომტექი“ თურქი, სომეხი და ყაზახი პარტნიორებისგან იღებს-SZ

ნახევარგამტარები, ტრანზისტორები, ელექტრო სადენები, ლითონის შენადნობები და ათზე მეტი გერმანული კომპანიის სხვა ორმაგი დანიშნულების საქონელი რუსულ საწარმო „პრომტექსს“ მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მიეწოდება. ამის შესახებ საუბარია გერმანული გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“, სამაუწყებლო კომპანიების WDR-ისა და NDR-ის, ფრანგული Le Monde-ის და უკრაინულ პროექტ „თრაფ აგრესორის“ (Trap Aggressor) ერთობლივ გამოძიებაში.
რუსული საწარმო „პრომტექსი“ ამ საქონელს თურქული კომპანია „ენუტეკის“ (Enütek), ასევე სომხური და ყაზახური ფირმების მეშვეობით იღებს.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ იმ საწარმოებს შორის, რომელთა საქონელი რუსეთში ხვდება ისე კონცერნები შედიან, როგორიცაა „ინფინეონი“ (Infineon), „ტამპოპრინტი“ ( Tampoprint), ასევე „ლებრონზესა“ (Lebronze alloys) და „მოლექსის“ (Molex) გერმანული ფილიალები. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ფირმა Molex-ის მიკროჩიპები რუსულ ფრთოსან რაკეტა X-101-ში გამოიყენება.
„ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ აზუსტებს, რომ აღნიშნული საქონელი რუსეთში შესაძლოა შუამავლების მეშვეობით გერმანული მწარმოებლების დაუკითხავად მოხვედრილიყო.
„პრომტექის“ გენერალური დირექტორი ვალერი შადრინია. ევროკავშირის მიერ ივნისში მიღებულ სანქციათა მე-14 პაკეტში გერმანიის ზეწოლით შერბილდა ე.წ. პარაგრაფი No Russia. ეს პარაგრაფი ითვალისწინებდა საბოლოო მწარმოებლებისათვის საქონლის მიწოდების აკრძალვას მესამე ქვეყნებში არსებული დობილი კომპანიების გზით და მათ დაჯარიმებას.
გამომძიებელი ჟურნალისტების კითხვაზე, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა მათ უპასუხა, რომ სანქციებმა გერმანულ ინდუსტრიას უფრო მეტი ზიანი არ უნდა მიაყენოს, ვიდრე რუსულს.
ცნობისთვის,გასულ კვირაში ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომ -ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ თავდაცვით კონცერნ “რაინმეტალის” (Rheinmetall) ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, ს ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა.
კონცერნი “რაინმეტალი” არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის საც, აწვდის საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას.
კრემლმა უარყო გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კონცერნ „რაინმეტალის“ ხელმძღვანელზე თავდასხმის მოწყობის შესახებ ბრალდებას და გავრცელებულ ცნობას “ჭორი” უწოდა.
CNN-ის ცნობას ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ცნობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ.
“ჩვენ, ევროპელებმა რაც შეიძლება უფრო უკეთ უნდა დავიცვათ თავი და არ უნდა ვიყოთ მიამიტები”, – აღნიშნა ბერბოკმა.

ამ ფონზე გერმანელი ექსპერტები აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ჰიბრიდული ომი და რამდენად არის ამ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი გერმანია საკმარისად დაცული რუსეთის სავარაუდო მტრული ქმედებებისგან?
წყარო: radiotavisupleba.ge