„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის წევრებს გაფართოების ინიციატივას წარუდგენს. ამის შესახებ მან დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს შეუერთდება ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილის გუნდში გადავიდა. 26 ნოემბერს ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ასევე, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ეკა წამალაშვილი და გია ჭანტურია.