უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 21 ივლისის ღამეს განადგურებულია 35 რუსული დრონი.
ოკუპანტებმა უკრაინაზე შაჰედის ტიპის 39 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში კურსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან მიიტანეს.
ღამის შეტევის დროს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის 10 რეგიონში მუშაობდა.
დრონების გარდა, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მართვადი საავიაციო რაკეტებითაც მიიტანეს, რომელთაგან ორ X-59 ტიპის რაკეტას საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მიმართულება შეუცვალეს.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.