უკრაინელებმა რუსების მიერ კიევისკენ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ სკენ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მტრის მხრიდან დედაქალაქზე თავდასხმის სულ მცირე მეხუთე რეალური მცდელობაა.
„რუსების მიერ დრონებით სისტემატური შეტევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამპყრობელი აქტიურად ეძებს შესაძლებლობას დაარტყას კიევს. ის გამოცდის თავის ახალ ტაქტიკას, ეძებს დედაქალაქისკენ მიმავალ მარშრუტებს, ცდილობს გამოამჟღავნოს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მდებარეობა. ამიტომ, კიევის მოსახლეობამ არ უნდა დაივიწყოს საფრთხეების რეალობა. ნუ უგულებელყოფთ გაფრთხილებებს! საჰაერო განგაშის გამოცხადებისას ყოველთვის გაემართეთ თავშესაფრებისკენ“, – აღნიშნა სერგეი პოპკომ.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას „ისკანდერ-მ“ ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით, Х-59 ტიპის ორი მართვადი რაკეტითა და Shahed-ის ტიპის 39 დრონი შეუტიეს, აქედან 35 დრონი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”