რძის ყოფილ ქარხანაში შესახლებული ადამიანები უმძიმეს ყოფაზე საუბრობენ

სოციალურად შეჭირვებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ. გორში, რძის ყოფილ ქარხანაში შესახლებული ადამიანები უმძიმეს ყოფაზე ალაპარაკდნენ. შენობა, სადაც 20-მდე ოჯახი ცხოვრობს მათი თქმით, დანგრევის პირასაა. მწყობრიდან არის გამოსული საკანალიზაციო სისტემა, დაზიანებულია სახურავი, რის გამოც ხალხს სახლებში თავზე აწვიმთ. უმძიმეს ყოველდღიურობას ემატება სოციალური შემწეობის არარსებობა.
ხალხი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყოველთვიური მინიმალური დახმარების მიღებაზეც კი უარს ეუბნება. ამ საკითხით უკვე დაინტერესდა პარტია “ლელო”. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წერილით მერიას მიმართავენ.
“დაბლა აქ სულ ტბა დგას ხოლმე, საერთოდ აქ ცხოვრება არ შეიძლება. პატარა ადგილებს ვეძებ, რომ დავდგე და არა დავწვე. მეუბნებიან 4 საცხოვრებელი ოთახი გაქვსო და შეხედეთ, ამას საცხოვრებელი ქვია? გვეუბნებიან, აუცილებლად გაკეთდება,. ტენდერი გამოცხადდებაო. რა ტენდერი? თუკი დაინგრევა ვინღა იყიდის ამ შენობას. გვეშინია, უცებ არ დაიქუხოს და არ დაინგრეს”, – ამბობენ მაცხოვრებლები.
წყარო: ტვ პირველი