ოზურგეთში, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ოზურგეთში, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოკვლევები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება.
„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს ჩაატარებს.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 10 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით.
ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.
მისამართი: ოზურგეთი; ჩოხატაურის ქუჩა N 20. შპს. ‘’სააქიმო სამედიცინო ცენტრი’’;
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, ეს კლინიკის პირველი საქველმოქმედო აქციაა. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მინდა ივანიშვილს ვკითხო: სად არის დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? სად არის გავერანებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს? – უკრაინის პლაკატების ჩვენება არის საქართველოს სამარცხვინო ისტორია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს