71 დევნილი ოჯახისთვის სახლების მშენებლობა დასრულდა

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლების მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ 71 ოჯახთან სახლების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებები გაფორმდა.
„პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, დევნილი ოჯახებისთვის 64-დან 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი სახლები აშენდა და სრულად გარემონტდა.
სახლების მშენებლობა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”