ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ

ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს.
ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერშეტევებში მონაწილეობდნენ.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, იმ ქვეყნებში, რომლებიც ს წინააღმდეგ ომში ს მხარს უჭერენ, კიბერშეტევების სამიზნეს სამთავრობო სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ძირითადი სერვისები წარმოადგენდა.
„ეს კომპიუტერული შეტევები ორგანიზებული იყო ჰაქტივისტური ჯგუფის NoName057(16)-ის მიერ, რომელმაც მოქმედება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. თავის მანიფესტში ჯგუფი აცხადებს, რომ დასავლელი რუსოფობების მტრულ და ღიად ანტირუსულ ქმედებებს პროპორციულად უპასუხებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეჭვმიტანილები ბალეარის კუნძულებსა და ანდალუსიაში დააკავეს. მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კომპიუტერები და დოკუმენტური მასალა ამოიღო.

ასევე დაგაინტერესებთ