რუსთავის ავტობანის საკითხი მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო – პრემიერ მინისტრის დავალებით და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობით, პროექტის ცვლილებაზე გამოცხადდა ტენდერი

რუსთავის ავტობანის საკითხი მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო – პრემიერ მინისტრის დავალებით და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობით, პროექტის ცვლილებაზე გამოცხადდა ტენდერი
ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ რუსთავი იყოს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსთავისა და თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის საკითხი, მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო, თუმცა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური ჩართულობით, პროექტი განახლდა და მის ცვლილებაზე ტენდერიც გამოცხადდა.
“რაც შეეხება ავტობანის გაგრძელების და დასრულების საკითხს, მუდმივი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩართულობით, ფაქტი სახეზეა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტიური მუშაობით, პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, პროექტის ცვლილებაზე გამოცხადდა ტენდერი – ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და მეორე ეტაპი უკვე შემოდგომისთვის დაიწყება ყველანაირი გათვლებით, გამოცხადდება ტენდერი უკვე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით.” – განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
Previous: სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც “ქართული დემოკრატიის უკუსვლით” იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა, ასე ნაწილ-ნაწილ ინგრევა მითი – დემოკრატიისა და ცივილიზაციის უმაღლეს პედესტალზე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ