უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი – სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ამ უკანასკნელის უკრაინაში ვიზიტის საკითხი განიხილეს

სატელეფონო საუბრისას მ და დონალდ ტრამპმა ამ უკანასკნელის ში ვიზიტის საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.
„ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, არ ენდოს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც პუტინის ქმედებების ახსნასა და გამართლებას ცდილობენ. აქ, რა თქმა უნდა, არანაირი გამართლება არ არსებობს. ის ჩვეულებრივი მკვლელია და ამის შესახებ პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ასევე, ტრამპმა ძალიან საინტერესო რამ თქვა: მან თქვა, რომ არ დაიჯეროთ „ყალბი ამბავი“, რომ არჩევნებში მისი გამარჯვება შეიძლება სთვის სარგებლის მომტანი იყოს“, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ მომავალში შეხვედრის შესახებ ორივე მხარემ თანხმობა გამოხატა.
„განიხილეს კონკრეტული პერიოდი, თუ როდის უნდა გაიმართოს ეს შეხვედრა, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. განიხილეს უკრაინაში ტრამპის ვიზიტი, როდის და სად უნდა მოხდეს ეს, მაგრამ ამის შესახებ კონკრეტიკა ჯერ ძალიან ადრეა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ