2023 წელს შოკოლადის უმსხვილესი ექსპორტიორი გერმანია იყო – რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს შოკოლადს საქართველო?

2023 წელს, ევროკავშირში, შოკოლადის უმსხვილესი ექსპორტიორი გერმანია იყო. ევროსტატის მონაცემებით, გერმანიამ გასულ წელს 221 000 ტონა შოკოლადი გაიტანა ექსპორტზე. ექსპორტიორების სამეულშია ნიდერლანდები და პოლონეთი. ნიდერლანდებმა 124 000 ტონა შოკოლადი გაყიდა 2023 წელს, პოლონეთმა – 115 000 ტონა.
საქართველო შოკოლადს 50-მდე ქვეყნიდან ყიდულობს. ამ ქვეყნების ათეულში გერმანიაცაა, თუმცა, მთავარი შოკოლადის ექსპორტიორი ქვეყანა ა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში შოკოლადის იმპორტმა $88.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც $11 მილიონით, ანუ 14%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.
10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც ყველაზე მეტი შოკოლადი ვიყიდეთ ასე გამოიყურება: რუსეთი, , თურქეთი, პოლონეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია, გერმანია, სომხეთი.
რეიტინგში რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს, $29.2 მილიონის შოკოლადი შემოვიდა, რამაც ჯამური იმპორტის თითქმის 33% შეადგინა.