Yandex-ის გაყოფა დასრულდა, რუსული აქტივები $5.4 მილიარდად გაიყიდა

ტექნოლოგიური კომპანიის, Yandex-ის გაყოფის პროცესი საბოლოოდ დასრულდა, გარიგების შედეგად, რუსი ინვესტორების კონსორციუმმა 5.4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები ნაღდი ფულის სანაცვლოდ გამოისყიდა.
ამ ცვლილების შედეგად, Yandex-ზე დასავლელი ინვესტორების კონტროლი დასრულდა და ის სრულად ს საკუთრებაში გადავიდა.
როგორც ჰოლანდიურმა მშობელმა კომპანია Yandex NV-იმ განაცხადა, ის Yandex-ში წილს აღარ ფლობს და ჰოლდინგი სრულად გამოვიდა რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან.
2022 წლის თებერვალში, მოგეხსენებათ, რუსეთმა ში ომი დაიწყო, რამაც რუსული ფესვების მქონე ნიდერლანდური Yandex-ის ბიზნესის განვითარების ვექტორი მნიშვნელოვნად შეცვალა. Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი, ისევე როგორც კომპანიის მაღალი მენეჯმენტის რგოლის რამდენიმე წარმომადგენელი დასანქცირდა, რამაც კომპანიას რესტრუქტურიზაციისკენ და რუსული აქტივების გასხვისებისკენ უბიძგა.
2023 წელს Yandex-მა რესტრუქტურიზაციის და რუსეთის ბაზრიდან გასვლის პროცესის გაგრძელება გადაწყვიტა, რაც რამდენიმე ოფიციალური განცხადებითაც დასტურდება. საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიამ 2024 წლის თებერვალში მიიღო. როგორც კომპანიის მიერ იმ დროს გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, კომპანიამ გადაწყვიტა Yandex-ის რუსული და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ბიზნესი ინვესტორთა კონსორციუმზე გაეყიდა, ჯამურად, 5.4 მილიარდ დოლარად.
გარიგების დროს, საინვესტიციო კონსორციუმში ხუთი მხარე იყო წარმოდგენილი, მათ შორის რამდენიმე რუსი ბიზნესმენი, “ლუკოილის” შვილობილი საინვესტიციო ფონდი და ქართული წარმომავლობის მქონე ინვესტორი, ალექსანდრე ჩაჩავა. როგორც იმ დროს გაცხადდა, გარიგებაში მონაწილე არც ერთი მხარე არ იყო სანქცირებული -ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს ან შვეიცარიის მიერ.
წყარო: “ბი ემ ჯი”