აშშ-ს ევროპის სარდლობის მეთაურის შეფასებით, თავდაცვის კუთხით ევროპამ გამოიღვიძა

აშშ-ს ევროპის სარდლობის მეთაური და NATO-ს ევროპის მოკავშირეთა უმაღლესი მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი თვლის, რომ ევროპამ თავდაცვის სფეროში “გამოიღვიძა”. გენერალმა ამის შესახებ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.
კავოლიმ ღონისძიებაზე ისაუბრა როგორც ს, ისე ჩინეთის მზარდ საფრთხეზეც. მისი თქმით, NATO-ს ქვეყნების მიერ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ახლოვდება დიდი ცვლილებები, რომელთაგან ზოგიერთი უკვე ხდება.
კავოლის თქმით, რუსეთის მიერ ში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე მოკავშირეებს ერთობლივ ტერიტორიულ თავდაცვაზე ფოკუსირება სჭირდებათ. მისი თქმით, საჭიროა “სპეციფიკურ ადგილებზე” სამხედროების განლაგება და საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა.
“შესაბამისად, ოპერაციული გეგმები შევადგინეთ”. – თქვა გენერალმა.
გენერლის აზრით, NATO-მ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს და ომის დასასრულისთვისაც უნდა მოემზადოს. მისივე თქმით, ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპელები რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეგზისტენციურ საფრთხედ აღიქვამენ.
“ვფიქრობ -ში არაა საკმარისად დაფასებული ჩვენმა ევროპულმა მოკავშირეებმა როგორ გამოიღვიძეს იმ ფაქტის შემხედვარეებმა, რომ მათი სახლი იწვოდა. ეს არაა შოუ, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა. ეს არის რეალური შფოთვა საკუთარი კონტინეტის სტაბილურობაზე და სახელმწიფოების გადარჩენასთან დაკავშირებით.” – თქვა კავოლიმ.
ამას გარდა, კავოლიმ საუბრის დროს ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ბევრი ქვეყანა ხვდება – მშპ-ს 2% თავდაცვისთვის საკმარისი არაა და ამ წილს ზრდიან. მან მოიყვანა პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითები.
გენერლის თქმით, ბიუჯეტის გაზრდის გარდა ევროპის ქვეყნები თავდაცვის გასაძლიერებლად სხვა ზომებსაც იღებენ. მაგალითად მან მოიყვანა გერმანიის გადაწყვეტილება, რომ აშშ-ს საკუთარ ტერიტორიაზე SM-6 ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა და ახალი ჰიპერბგერითი რაკეტების განთავსების უფლება მისცა.
“ეს ნამდვილად განასახიერებს ევროპის გამოღვიძებას.” – თქვა კავოლიმ.
გენერალმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეებს ევროკავშირის მიერ ინდუსტრიის სტიმულირება ძალიან სჭირდებათ.