ჩინეთში გზატკეცილზე ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში გზატკეცილზე ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, გზატკეცილზე ხიდი წყალდიდობის გამო ჩაინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი მდინარეში აღმოჩნდა. შემთხვევა ქალაქ შანლუოში მოხდა.
ბოლო მონაცემებით, მდინარეში 5 ავტომობილი ჩავარდა და დაკარგულად 30 ადამიანი ითვლება.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ახლა ჩინეთი წყალდიდობების მხრივ კრიტიკულ პერიოდში იმყოფება და მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემების გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი გაგზავნა, რომელშიც 859 ადამიანი, 90 ავტომობილი, 20 ნავი და 41 დრონი შედის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს