საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, , ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მოიპოვა, რაც სწრაფ, ეფექტურ და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სერვისების მიწოდებას გულისხმობს.
წლის განმავლობაში თიბისიმ მობაილბანკის მომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა, მაგალითად, აპლიკაციიდან სამომხმარებლო სესხის დამტკიცებისა და გაცემის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, დაემატა ტრანზაქციის განაწილებისფუნქციონალი, ასევე, ახალი საინვესტიციო პლატფორმა, სხვა ბანკიდან მომენტალური გადმორიცხვა, ლოიალობის პროგრამა – ერთგული და სხვა.
„ეს აღიარება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა. საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოშისაუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. ციფრული სერვისების საუკეთესო გამოცდილების შექმნა ჩვენთვის ძალიანპრიორიტეტულია. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, ეს ჯილდო კიდევ ერთხელადასტურებს, რომ თიბისის საქმიანობა კომპანიის მისიას სრულად შეესაბამება”, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისისგენერალური დირექტორი.
თიბისიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მობაილბანკის სერვისების სიჩქარე და ხელმისაწვდომობა. თიბისის მთავარი მისია ცხოვრების გამარტივებაა, სწორედ ამ მიღწევების შედეგად იზრდება მომხმარებელთა კმაყოფილება, რაც აძლიერებს მას, როგორც ლიდერ ციფრულ ბანკს საქართველოში.