ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Expedia-სთან ახალ კამპანიას იწყებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დიდ ბრიტანეთში, ლონდონში Expedia-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერს ლაურა მილოს სანჩეს შეხვდა.
მაია ომიაძემ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო და დაჯავშნის პლატფორმა Expedia-ს წარმომადგენელთან 2025 წელს საქართველოს ტურისტული მარკეტინგული კამპანიის საკითხები განიხილა.
Expedia-სთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე წელია, თანამშრომლობს საქართველოს ტურისტული მიმართულების, კურორტების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს.
Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის სამი მილიონი ტურისტული განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტოგაქირავების კომპანიის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა – დაზარალებულია 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება 11 მლნ ლარს აღწევს

ახლობლების ინფორმაციით, 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება