ამორალურია ივაჭრო ამნისტიის თემით და ციხეში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან გაურკვეველ გარიგებაში შეხვიდე, აღნიშნული სრულიად ცდება ამნისტიის კეთილშობილურ მიზნებს

ამორალურია ივაჭრო ამნისტიის თემით და ციხეში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან გაურკვეველ გარიგებაში შეხვიდე, აღნიშნული სრულიად ცდება ამნისტიის კეთილშობილურ მიზნებს
ამნისტია სახელმწიფოს კეთილი ნება და ჰუმანური აქტია, პროცესი რომლის დაზიანების უფლება არავის აქვს! – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ამნისტიის კანონი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ გახდება.
ექსპერტის თქმით, ამორალურია ივაჭრო ამნისტიის თემით და ციხეში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან გაურკვეველ გარიგებაში შეხვიდე. მისივე განმარტებით, ბუნებრივია, რომ ამნისტია ყველა მუხლს ვერ შეეხება, თუნდაც იმიტომ, რომ რიგ შემთხვევაში შესაძლოა დაზარალებულის უფლებები დაირღვეს, შესაბამისად, მმართველმა გუნდმა შეარჩია მუხლები, რომელთა საფუძველზე, ამნისტია ერთნაირად იცავს როგორც დაზარალებულის, ისე პატიმრის უფლებას.
“ამნისტია სახელმწიფოს კეთილი ნება და ჰუმანური აქტია, პროცესი რომლის დაზიანების უფლება არავის აქვს!
ამორალურია ივაჭრო ამნისტიის თემით და ციხეში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან გაურკვეველ გარიგებაში შეხვიდე, აღნიშნული სრულიად ცდება ამნისტიის კეთილშობილურ მიზნებს.
ცალსახაა, ამნისტია ყველა მუხლს ვერ შეეხება, თუნდაც იმიტომ, რომ რიგ შემთხვევაში შესაძლოა დაზარალებულის უფლებები დაირღვეს, სახელმწიფოს უპირველესი მიზანი კი მოქალაქეთა უფლებების დაცვაა, ისე რომ უპირატეს მდგომარეობაში არავინ იყოს. სამართლიანობის და თანაბარუფლებიანობის პრინციპის დაცვის საფუძველზე, მმართველმა გუნდმა შეარჩია მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხება და რომელიც სრულად იცავს როგორც დაზარალებულთა, ასევე ციხეში მყოფთა უფლებებს.” – წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ