ვასო ურუშაძე – ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად მცირე და მიკრო ბიზნესი 250 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებას დაკარგავს, რაც ჯამში, 5000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო

ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად მცირე და მიკრო ბიზნესი 250 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებას დაკარგავს, რაც ჯამში, 5000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ბედი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება.
„ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად მცირე და მიკრო ბიზნესი 250 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებას დაკარგავს. მსოფლიო ბანკის (WB) მიერ 250 მლნ ლარით დაფინანსებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროგრამა მხოლოდ 2024 წელს 72 მილიონი ლარი უნდა გამოყოფილიყო. პროექტის მიზანი მცირე და მიკრო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გარემოს გაუმჯობესებას წარმოადგენდა. მცირე და მიკრო ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა 2024 წელს უნდა დაწყებულიყო და 2026 წლის ჩათვლით გაგრძელებულიყო, რაც დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა საქართველოში.
მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად აუცილებელია ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობს მცირე და მიკრო ბიზნესის გაძლიერებას, ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და სტარტაპების წახალისებას.
წლებია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეგობარი სახელმწიფოები და დასავლური ფონდები, დონორი ორგანიზაციები, აფინანსებენ საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარების პროგრამებს. 2019 წლიდან დღემდე მხოლოდ ევროკავშირის პროგრამის EU4Business ფარგლებში საქართველოში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნესში რის შედეგადაც 30 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ივანიშვილის მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღებისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების შედეგად საქართველო დაკარგავს 250 მილიონი ლარის ინვესტიციას, მცირე და მიკრო ბიზნესი განვითარების შესაძლებლობას, რაც ჯამში 5000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო.
მოახლოებული საპარლამენტო არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ამ არჩევნებზე გადაწყდება მთლიანად ქვეყნის ბედი, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ერთობით, ერთიანობით- ის რაც ოცნებას დაუნგრევია ერთიანობას უშენებია!“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერს – მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული, ამიტომ, თქვენ უნდა წახვიდეთ!