ბატონი არესტოვიჩის განცხადება არასერიოზულია, მხოლოდ პრორუსულ ძალებს კვებავს – დავით ხაჯიშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები თბილისში, დილიდან, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
“დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს – მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,”- აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც ასევე თქვა, რომ სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ არესტოვიჩის რიტორიკა არასწორია, რადგან ის რუსულ პროპაგანდას ეხმარება.
„ეს ადამიანი ჩაერთო ჯერ არარსებულ წინასაარჩევნო პროცესში და ამის გამო ხდება ეს განცხადებები. ის ფურცელი, რომელსაც აწერს ხელს რომელიმე ხელშეკრულებას, ის ფურცელიც კი არ ღირს იმ ხელშეკრულებად. არ შეიძლება დაიჯერო რუსეთის არც ერთი დანაპირები, ამიტომ ვფიქრობ, რომ უკრაინამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბატონი არესტოვიჩის განცხადება არასერიოზულია, კვებავს მხოლოდ პრორუსულ ძალებს,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება