ICJ-ის დასკვნით, პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის განსახლება უკანონოა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პალესტინურ ტერიტორიებზე ს განსახლება უკანონოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის განსახლების/ახალმოსახლეობის ტალღა უნდა შეწყდეს და ეს პროცესი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
“ისრაელის განგრძობითი ყოფნა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოა. ისრაელის სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაასრულოს უკანონოდ ყოფნა ტერიტორიაზე რაც შეიძლება სწრაფად” – თქვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა ნავაფ სალამმა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა მ ICJ-ის ამ გადაწყვეტილებას “ტყუილების გადაწყვეტილება” უწოდა.
“ებრაელი ხალხი არ არის ოკუპანტი თავიანთ მიწაზე, არც ჩვენს მარადიულ დედაქალაქ იერუსალიმში, არც ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაში იუდეასა და სამარიაში. ჰააგაში ვერანაირი ტყუილების გადაწყვეტილება ვერ შეცვლის ისტორიულ სიმართლეს და შესაბამისად, ისრაელის მოსახლეების კანონიერება ჩვენს სამშობლოში ვერ იქნება სადავო” – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაეროს სასამართლომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციაზე იმსჯელა. ჰააგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება რჩევითი ხასიათისაა და შემზღუდავი ძალა არ გააჩნია. ამ საკითხის განხილვა სასამართლომ 2023 წლის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის მოთხოვნით დაიწყო.
ICJ-ს გადაწყვეტილებაში ნახსენებ პალესტინურ ტერიტორიებში ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო შედის.